Saturday, May 20, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის  მეცხრე  დღეს  წარმოვადგინეთ   ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროექტების გეგმები, რამდენიმე მასწავლებელს უკვე დაწყებული ჰქონდა პროექტის განხორციელება, პრეზენტაციის დროს ვურჩიეთ ერთმანეთს  რომელი აქტივობა  უფრო საინტერესოს გახდიდა  მოსწავლეთა ჩართულობას , ძალიან მომეწონა მარიამ ხოდელის პროექტი სახელწოდებით" რატომ წიგნი?"  . ვფიქრობ , პროექტი აქტუალურია , რადგან მოსწავლეებს არ უყვართ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა.  სხვადასხვა სამოტივაციო პირობის მიცემით  მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი  იკითხონ  დამატებით ლიტერატურა,  გამოუმუშავდებათ   წიგნის კითხვის უნარი . ეს პროექტი აუცილებლად განუვითარებთ მოსწავლეებს, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების, ასევე  წაკითხულის გააზრების უნარებს.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო შეხვედრებისთვის, ვფიქრობ მივიღეთ  ძალიან კარგი რჩევები და შვიძინეთ საჭირო ცოდნა, როგორ ვწეროთ პროექტი ელექტრონული ფორმატით,  შეძენილ ცოდნას გავუზიარებთ კოლეგებსაც.

Sunday, May 14, 2017

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ ასატვირთად  გამზადებული მასალის დათვალიერებით და შევასწორეთ შეცდომები. გავიმეორეთ განვლილი მასალა. განვიხილეთ როგორ იქმნება ფასილიტაციის  რესურსი   .მოვაწესრიგეთ პროექტის პორტფოლიო, დავარქვით თითოეულ საქაღალდეს თავისი სახელი .   შემდეგ ვისწავლეთ დრაივის საშუალებით პროექტის  ბლოგზე განთავსება.ვფიქრობ, დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.ვემზადებით პროექტის პრეზენტაციისათვის

Saturday, May 13, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს თვალი გადავავლეთ  განვლილ მასალას,   გარკვეული დრო დავუთმეთ მოსწავლის საჭიროების  გამოგვეთას, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, შევავსეთ სასწავლო პროცედურებისთვის საჭირო ველი,  დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს გაწეული მუშაობისათვის.

Sunday, May 7, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდე, რომელშიც შენახული გვქონდა წინა ტრენინგზე განხილული მასალა, შევისწავლეთ როგორ გავაკეთოთ მოსწავლის პრეზენტაცია "პაუერ პოინტით"
გავეცანით  განხორციელებული  პროექტების ნიმუშებს, სხვადასხვა შეფასების რუბრიკებს , საშინაო დავალებისთვის შევქმენით მცირე მონახაზი , როგორ დავწეროთ პროექტის გეგმა. გადავავლეთ თვალი სხვა პროექტებში შექმნილ გეგმებსაც.

Saturday, May 6, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე დავუთმეთ შესწავლილი მასალის გამეორებას.  ვიცით,რომ აუცილებელია საავტორო უფლებების  დაცვა, ამისთვის უნდა მივუთითოთ ლინკი, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტში, შევისწავლეთ  გუგლის საძიებო ველიდან  ინფორმაციის მოძიება და გადატანა ბლოგში.გავუგზავნეთ ერთმანეთს კომენტარები ბლოგზე.შევქმენით მოსწავლის ბლოგი და ავტვირთეთ  პროექტის შინაარსთან დაკავშირებულ ინფორმაცია და სურათები

Sunday, April 30, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა. გავეცანით პროექტის შეფასების სხვადასხვა ფორმას,ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენაზე.შევისწავლეთ თუ როგორ კეთდება"  პაუერპოინტში" პროექტის  პრეზენტაცია .

Saturday, April 29, 2017

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დგეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შემდგომ საფეხურებზე,გავეცანით თუ   როგორ უნდა გამოვიყენოთ  ესგ-ს სტანდარტი პროექტში,დავწერეთ პროექტის მიზნები და მისაღწევი შედეგები,ასევე ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვაძო კითხვები.