Saturday, May 20, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის  მეცხრე  დღეს  წარმოვადგინეთ   ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროექტების გეგმები, რამდენიმე მასწავლებელს უკვე დაწყებული ჰქონდა პროექტის განხორციელება, პრეზენტაციის დროს ვურჩიეთ ერთმანეთს  რომელი აქტივობა  უფრო საინტერესოს გახდიდა  მოსწავლეთა ჩართულობას , ძალიან მომეწონა მარიამ ხოდელის პროექტი სახელწოდებით" რატომ წიგნი?"  . ვფიქრობ , პროექტი აქტუალურია , რადგან მოსწავლეებს არ უყვართ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა.  სხვადასხვა სამოტივაციო პირობის მიცემით  მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი  იკითხონ  დამატებით ლიტერატურა,  გამოუმუშავდებათ   წიგნის კითხვის უნარი . ეს პროექტი აუცილებლად განუვითარებთ მოსწავლეებს, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების, ასევე  წაკითხულის გააზრების უნარებს.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო შეხვედრებისთვის, ვფიქრობ მივიღეთ  ძალიან კარგი რჩევები და შვიძინეთ საჭირო ცოდნა, როგორ ვწეროთ პროექტი ელექტრონული ფორმატით,  შეძენილ ცოდნას გავუზიარებთ კოლეგებსაც.

1 comment:

  1. წარმატებას გისურვებთ!!! ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი - აქტუალური და ძალიან საინტერესო!!!

    ReplyDelete