ტრენინგის მეცხრე დღეს წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროექტების გეგმები, რამდენიმე მასწავლებელს უკვე დაწყებული ჰქონდა პროექტის განხორციელება, პრეზენტაციის დროს ვურჩიეთ ერთმანეთს რომელი აქტივობა უფრო საინტერესოს გახდიდა მოსწავლეთა ჩართულობას , ძალიან მომეწონა მარიამ ხოდელის პროექტი სახელწოდებით" რატომ წიგნი?" . ვფიქრობ , პროექტი აქტუალურია , რადგან მოსწავლეებს არ უყვართ კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა. სხვადასხვა სამოტივაციო პირობის მიცემით მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი იკითხონ დამატებით ლიტერატურა, გამოუმუშავდებათ წიგნის კითხვის უნარი . ეს პროექტი აუცილებლად განუვითარებთ მოსწავლეებს, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების, ასევე წაკითხულის გააზრების უნარებს.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო შეხვედრებისთვის, ვფიქრობ მივიღეთ ძალიან კარგი რჩევები და შვიძინეთ საჭირო ცოდნა, როგორ ვწეროთ პროექტი ელექტრონული ფორმატით, შეძენილ ცოდნას გავუზიარებთ კოლეგებსაც.
Saturday, May 20, 2017
Sunday, May 14, 2017
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ ასატვირთად გამზადებული მასალის დათვალიერებით და შევასწორეთ შეცდომები. გავიმეორეთ განვლილი მასალა. განვიხილეთ როგორ იქმნება ფასილიტაციის რესურსი .მოვაწესრიგეთ პროექტის პორტფოლიო, დავარქვით თითოეულ საქაღალდეს თავისი სახელი . შემდეგ ვისწავლეთ დრაივის საშუალებით პროექტის ბლოგზე განთავსება.ვფიქრობ, დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.ვემზადებით პროექტის პრეზენტაციისათვის
Saturday, May 13, 2017
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს თვალი გადავავლეთ განვლილ მასალას, გარკვეული დრო დავუთმეთ მოსწავლის საჭიროების გამოგვეთას, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, შევავსეთ სასწავლო პროცედურებისთვის საჭირო ველი, დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს გაწეული მუშაობისათვის.
Sunday, May 7, 2017
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდე, რომელშიც შენახული გვქონდა წინა ტრენინგზე განხილული მასალა, შევისწავლეთ როგორ გავაკეთოთ მოსწავლის პრეზენტაცია "პაუერ პოინტით"
გავეცანით განხორციელებული პროექტების ნიმუშებს, სხვადასხვა შეფასების რუბრიკებს , საშინაო დავალებისთვის შევქმენით მცირე მონახაზი , როგორ დავწეროთ პროექტის გეგმა. გადავავლეთ თვალი სხვა პროექტებში შექმნილ გეგმებსაც.
გავეცანით განხორციელებული პროექტების ნიმუშებს, სხვადასხვა შეფასების რუბრიკებს , საშინაო დავალებისთვის შევქმენით მცირე მონახაზი , როგორ დავწეროთ პროექტის გეგმა. გადავავლეთ თვალი სხვა პროექტებში შექმნილ გეგმებსაც.
Saturday, May 6, 2017
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე დავუთმეთ შესწავლილი მასალის გამეორებას. ვიცით,რომ აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა, ამისთვის უნდა მივუთითოთ ლინკი, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტში, შევისწავლეთ გუგლის საძიებო ველიდან ინფორმაციის მოძიება და გადატანა ბლოგში.გავუგზავნეთ ერთმანეთს კომენტარები ბლოგზე.შევქმენით მოსწავლის ბლოგი და ავტვირთეთ პროექტის შინაარსთან დაკავშირებულ ინფორმაცია და სურათები
Subscribe to:
Posts (Atom)